საბუღალტრო და აუდიტორიული მომსახურება
სასწავლო ცენტრი
საბუღალტრო პროგრამა ორისის რეალიზაცია და დანერგვა

საბუღალტრო მომსახურება

დაბეჭდვა
შექმნილია სამშაბათი, 04 ივნისი 2013

1.
საბუღალტრო აღრიცხვის დისტანციური წარმოება
 კომპანიებს რომლებსაც თავისი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე ადგილზე არ ესაჭიროებათ ბუღალტერი, ჩვენ ვთავაზობთ საბუღალტრო მომსახურების გაწევას ჩვენი ოფისიდან. ჩვენი სპეციალისტი კომპანიის ადმინისტრაციასთან შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით უზრუნველყოფს პირველადი დოკუმენტაციის წამოღებას და შემდგომ საბუღალტრო დამუშავებას.

 ეს მოხერხებულია კომპანიისათვის, რადგან ჩვენთან გადახდილი მომსახურების ღირებულება გაცილებით ნაკლები იქნება, ვიდრე ბუღალტერის ხელფასზე, საკანცელარიო, საბუღალტრო ფორმებზე და საბუღალტრო პროგრამის შეძენაზე გაწეული ხარჯი. ამასთანავე თქვენ მოგემსახურებათ არა ერთი ბუღალტერი არამედ მთელი ჩვენი გუნდის მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, რომლებისგანაც მიიღებთ სათანადო დონის მომსახურებასა და კონსულტაციებს.
 ამასთანავე ჩვენი კომპანიის შიდა აუდიტის სამსახურის აუდიტორები ყოველკვარტალურად გადაამოწმებენ თქვენ სამეურნეო ოპერაციების აღრიცხვის სიზუსტეს და მათ შესაბამისაბას საგადასახადო კანონმდებლობასთან.
 
             
2.საბუღალტრო აღრიცხვის წარმოება ადგილზე
 იმ კომპანიებს სადაც საქმიანობიდან გამომდიანრე აუცილებელია ადგილზე ქონდეს საბუღალტრო სამსახური, ჩვენ ვთავაზობთ საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე აღნიშნული სამსახურის დაკომპლექტებას ფინანსისტების, იურისტების, ბუღალტრების და ოპერატორების მეშვეობით. აღნიშნული სპეციალისტები, ჩვენი კომპანიის მითითებებისა და რეკომენდაციების საფუძველზე ადგილზე აწარმოებენ  სამეურნეო ოპერაციების ბუღალტრულ აღრიცხვას, მოამზადებენ საგადასახადო დეკარაციებს და კომპანიის ხელმძღვანელობისათვის საჭირო სხვა ინფორმაციას.
 ამასთანავე ჩვენი კომპანიის შიდა აუდიტის სამსახური ყოველთვიურად გადაამოწმებს მათ მიერ გაწეული საგადასახადო და საბუღალტრო აღრიცხვის სიზუსტეს.
 
           
3.ბუღალტრული აღრიცხვის აღდგენა
           
 ბუღალტრული აღრიცხვის აღდგენა ეგ არის პირველადი საბუღალტრო დოკუმენტების საფუძველზე მომხდარი სამეურნეო ოპერაციების აღრიცხვა საბუღალტრო პროგრამაში და წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციების შესაბამისობაში მოყვანა მომხდარ სამეურნეო ოპერაციებთან.
 ეგ ესაჭიროება იმ კომპანიებს და მეწარმეებს რომლებსაც არ აქვთ ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა ან ბუღალტრული აღრიცხვა ნაწარმოები აქვს არაკომპეტენტურ პიროვნებას.
           
 
 
4.ბუღალტრული აღრიცხვის სტრუქტურის  შექმნა
           
 ბუღალტრული აღრიცხვის სტრუქტურის შექმნა მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
  • საბუღალტრო აღრიცხვის პოლიტიკის შემუშავება.
  • სამეურნეო ოპერაციების ხასიათის გათვალისწინებით საბუღალტრო აღრიცხვის ანგარიშთა გეგმის შემუშავება.
  • სამეურნეო ოპერაციების ეფექტური და სწრაფი აღრიცხვისათვის მოხერხებული სტრუქტურის შექმნა და მისი ავტომატიზაცია საბუღალტრო პროგრამაში.
  • საფინანსო-საბუღალტრო სამსახურის თანამშრომლებისათვის ფუნქცია- მოვალეობების განაწილება. 
           
5. საბუღალტრო პროგრამების დანერგვა
           
 საბუღალტრო პროგრამების სწორი დანერგვა მნიშვნელოვნად ზრდის საბუღალტრო აღრიცხვის ხარისხს და თანამშრომელთა მუშაობის ეფექტრუბას. აღნიშნული პროცესი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
           
  • საბუღალტრო პროგრამაში სამეურნეო ოპერაციების ხასიათის გათვალისწინებით მოხერხებული და ეფექტური ანგარიშთა გეგმის სტრუქტურის შექმნა.
  • აღიცხვის მუშაკთა ტრეინინგი საბუღალტრო პროგრამაში
  • ყველა მომხმარებლისათვის ინდივიდუალურად ტიპიური ოპერაციების აწყობა, რაც გულისხმობს თითოეული მომხმარებლის მუშაობის ორგანიზებას და მათ შორის ინფორმაციის მიმოცვლას.
  • უნდა განისაზღვროს თანამშრომელთა უფლება-მოვალეობები, პროგრამაში მათი სამუშაო მენიუები, ბრძანებები, ანგარიშები და ა. შ.
 
           
 
6.ფინანსური ინფორმაციის კომპილაცია
 წლიური ფინანსური ანგარიშგების (ბალანსი, მოგება-ზარალის ანგარიშგება, ანგარიშგება ფულადი ნაკადების მოძრაობის შესახებ, ანგარიშგება კაპიტალის მოძრაობის შესახებ) შედგენა საანგარიშგებო პერიოდების მიხედვით.
 
7.საგადასახადო მომსახურება
 გადასახადების ოპტიმიზაციის მიზნით საგადასახადო დაგეგმვა, საგადასახადო დეკლარაციების (მათ შორის ფიზიკური პირების დეკლარაციის) მომზადება მათ ფინანსურ ინფორმაციაზე დაყრდნობით და საგადასახადო ინსპექციაში წარდგენა. ასევე სათანადო ორგანოებში სტატისტიკური ანგარიშების მომზადება და წარდგენა.
 
8.აღრიცხვის საერთაშორისო სატანდარტების დანერგვა
 სააღრიცხვო სისტემის მონიტორინგის ჩატარების გზით კომპანიის სააღრიცხვო სისტემის მდგომარეობის გამოკვლევა_შესწავლა. არსებული მდგომარეობის გაანალიზება, ბუღალტრულ აღრიცხვასა და ანგარიშგებაში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის ღონისძიებების შემუშავება და სხვა საფინანსო ხასიათის ინფორმაციის შესაბამისობაში მოყვანა.
 
Copyright 2013 Created By Comp-Master.ge