1. საწყისი ნაშთები

1.1 როგორ დავსვა სასტარტო ნაშთი?
პასუხი: საწყისი ნაშთების დასასმელად გამოიძახეთ ანგარიშთა გეგმა, ამისათვის მთავარ მენიუში ფონდები აირჩიეთ “ანგარიშები” ან აირჩიეთ ინსტრუმენტების პანელზე მდებარე ღილეკი “ანგარიშები” ან “ctrl+1”, მონიშნეთ სასურველი ანგარიში და დააჭირეთ კორექტირების ღილაკს. გამოსული ეკრანის ნაწილში “სასტარტო ნაშთი პროექტში” მიუთითეთ თანხა და ვალუტა.

1.2 სასტარტო ნაშთის დასმის დროს გამოვიდა შეკითხვა: “ყურადღება!!! ვალუტა არაა მითითებული! დავსვათ სასტარტო ნაშთი ნაერთ უწყისში ?” მე ლარი მივუთითე და სწორად მოვიქეცი?
პასუხი: დიახ, სწორად მოიქეცით. სასტარტო ნაშთების დასმის დროს საჭიროა მითითებულ იქნას კონკრეტული ვალუტა. შემდეგში ნაშთების ნახვას შესძლებთ, როგორც კონკრეტულ ვალუტაში, ასევე ნაერთ უწყისშიც. სასტარტო ნაშთის ნაერთ უწყისში დასმისას, მათ ნახვას მხოლოდ ნაერთ უწყისში შესძლებდით.

1.3 საწყისს ნაშთებს იგივეს მაჩვენებს, რას ბრუნვა არის. სინამდვილეში საწყისი ნაშთები არ მაქვს დასმული.
პასუხი: გადაითვალეთ დიაპაზონიდან განახლების ღილაკით და გამოსწორდება.

1.4. საწყისი ნაშთები დავსვი შეცდომით და როგორ მოვიქცე, ისე რომ ყველა საწყისი ნაშთი ერთდროულად წავშალო და თავიდან დავსვა.
პასუხი: მენიუში ფონდები/სისტემის პარამეტრები/სხვა… არის ღილაკი “გავანულოთ ანგარიშის სასტარტო ნაშთები”, რომელზე დაჭერის შემდეგ ავტომატურად წაიშლება ყველა სასტარტო ნაშთი.

1.5 საწყისი ნაშთები დავსვი სუბ ანგარიშებზე და ზედა დონეზე სწორად არ ამიჯამა.
პასუხი: მენიუში ფონდები\სისტემის პარამეტრები\სხვა... დააჭირეთ ღილაკს “ავჯამოთ სასტარტო ნაშთები სუბანგარიშებიდან”.

1.6 სასტარტო ნაშთები შეცდომით დავსვი ვალუტების გარეშე (ანუ ნაერთში), შემდეგ შევასრულე 8 000-მდე გატარება, ახლა ნაშთები არეულია. მინდა სასტარტო ნაშთები გავანულო და თავიდან დავსვა, ისე რომ ნამუშევარი არ დამეკარგოს.
პასუხი: გაანულეთ სასტარტო ნაშთები მენიუდან ფონდები/სისტემის პარამეტრები/სხვა... ღილაკით “გავანულოთ ანგარიშის სასტარტო ნაშთები” და შემდეგ თავიდან დასვით. გაითვალისწინეთ ის, რომ სასტარტო ნაშთების თარიღი უნდა იყოს პირველი გატარების თარიღზე ნაკლები.

1.7 თუ შეიძლება ჯერ გატარებები გავაკეთო და საწყისი ნაშთები მოგვიანებით დავსვა.
პასუხი: შეიძლება, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ საწყისი ნაშთების თარიღი უნდა იყოს პირველი გატარების თარიღზე ნაკლები.

1.8 წელი შევცვალე და სასტარტო ნაშთებს იგივეს მიჩვენებს.
პასუხი: სასტარტო ნაშთები უცვლელი დარჩება, ხოლო ახალი წლისათვის საწყისი ნაშთების ნახვას შესძლებთ ნაშთების და ბრუნვით უწყისებში.

1.9 სასტარტო ნაშთებში დებეტი ჩანს, კრედიტი კი არა, და ასევე რაოდენობრივი ველები არ ჩანს.
პასუხი: ფონდები\ სისტემის პარამეტრები\ ეკრანი გაუშვით “ეკრანების საწყისი ზომების აღდგინა.

1.10 სასტარტო ნაშთები აღარ ჩანს.
პასუხი: ფონდები\სისტემის პარამეტრები\სხვა-ში მონიშნეთ ველი “ვაჩვენოთ სასტარტო ნაშთები”.

1.11 საწყისი ნაშთების ფაილი რომელია?
პასუხი: საწყისი ნაშთების ფაილია - acc_year.tps

1.12 საწყისს ნაშთებში ანგარიშის პირდაპირ ძიებას ანგარიშის ნომრით ვერ ვასრულებ.
პასუხი: თქვენ ანგარიშები დალაგებული გექნებათ დასახელების მიხედვით და ამიტომ ვერ ეძებს. გადადით ბარათში “ნაშთები”, აირჩიეთ ღილაკი “დალაგება – F6”, მონიშნეთ ველი “ანგარიშით”და დააჭირეთ ok-ს.

1.13 თუ შეიძლება, ანგარიშთა გეგმაში გავხსნა ორი სხვადასხვა ფინანსური ქვეანგარიში და თითოეულს კიდევ ქვეანგარიშებად გავუხსნა ორგანიზაციის ანგარიშები?
პასუხი: შეიძლება.

1.14 ახალი წელი ახალი ნაშთებით გვინდა რომ დავიწყოთ და როგორ გავაკორექტირო ძველი ნაშთები?
პასუხი: ძველი ნაშთების კორექტირებას ჯობია შექმნათ ახალი ორგანიზაცია “არსებული ბაზის დუბლით” მენიუდან ფაილი/ახალი ორგანიზაციის შექმნა. სადაც მიმდინარე ორგანიზაციის საბოლოო ნაშთები დაისმევა როგორც სასტარტო ნაშთები.