საბუღალტრო და აუდიტორიული მომსახურება
სასწავლო ცენტრი
საბუღალტრო პროგრამა ორისის რეალიზაცია და დანერგვა

13 ივნისი 2013

Photo Gallery Ge

Читать далее

17. ქართული ფონტები/ კლავია ტურის დრაივერი

17.1 ქართული ფონტები აღარ ჩანს სისტემაში.
პასუხი: ორისის ფონტები იქნება წაშლილი. თავიდან დააინსტოლირეთ სისტემა.

17.2 პროგრამაში ყველაფერი ქართულად არ იკითხება.
პასუხი: ფონდები / სისტემის პარამეტრები / ეკრანში ველებში “ეკრანის ფონტი” და “მონაცემების ფონტი” წაშალეთ ფონტები და დააჭირეთ OK. დახურეთ სისტემა და თავიდან გამოიძახეთ იგი, რის შემდეგაც სისტემა ავტომატურად აიღებს საჭირო ფონტს.

17.3 პროგრამიდან პრინტერზე ვერაფერს ვერ ვბეჭდავ. ქართული ასოების მაგივრად იეროგლიფებს ბეჭდავს.
პასუხი: 1. ფონდები / სისტემის პარამეტრები / ეკრანში ველში “დასაბეჭდი ფონტი” აირჩიეთ ORIS Unicode.
2. Start / Settings / Control Panel / Font წაშალეთ Oris-ის ყველა ფონტი და თავიდან დააინსტოლირეთ პროგრამა.
შენიშვნა: შეიძლება ერთი წაშლით ეს პრობლემა არ გადაიჭრას. რადგან სისტემის ყოველი დაინსტოლირების დროს ფონტები თავიდან ინსტოლირდება და ერთმანეთს ედება.

17.4. პროგრამაში ქართულად ვერ ვკრეფ.
პასუხი: დააყენეთ კლავიატურის დრაივერი “ორის ბუღალტერიის” საინსტოლაციო დისკიდან. გახსენით დისკი და “Keyboard” საქაღალდედან გაუშვით ფაილი GeoKbd.exe ან გადმოიწერეთ კლავიატურის დრაივერი ჩვენი საიტიდან www.oris.ge (Downloads / Keyboard driver and fonts) და დააინსტოლირეთ იგი. იმ შემთხვევაში თუ კლავიატურის დრაივერის ინსტოლაციის შემდეგ ფონტი არ ჩავარდება კლავიატურის დრაივერის გადამრთველში, მაშინ საჭიროა იგი დავამატოთ ხელით შემდეგი გზით: დადექით ეკრანის ქვედა მარჯვენა კუთხეში არსებულ კლავიატურის დრაივერის გადამრთველზე და დააჭირეთ “თაგვი”-ს მარჯვენა ღილაკს, გამოსულ მენიუში აირჩიეთ Settings, იხილავთ ეკრანს “Text services and input languages”. იგივე ეკრანი შეგიძლიათ გამოიძახოთ შემდეგი მარშრუტით: Start / Settings / Control Panel / Regional and Language Options გამოსულ ეკრანში გადადით ბარათში Language და ეკრანის ნაწილში “Text services and input languages” დააჭირეთ ღილაკს “Details”. ეკრანის “Text services and input languages” ნაწილში “Installed services” დააჭირეთ ღილაკს Add, იხილავთ ფანჯარას, რომლის ველში “Input Language” აირჩიეთ Finish, ხოლო ველში “Keyboard layout”-ში კი აირჩიეთ Georgian(stlat) და დააჭირეთ OK.
შენიშვნა: 1. სასურველია Start / Settings / Control Panel / Regional and Language Options -ში არჩეული გქონდეთ English (United State).
2. ოპერაციული სისტემისთვის “Windows XP” კლავიატურის დრაივერის დასაყენებლად აუცილებელია “Language”-ში ინგლისურის გარდა დამატებული იყოს სხვა რომელიმე ენა.

17.5 თქვენს სისტემაში მინდა რუსულად ავკრიფო და თუ შევძლებ?
პასუხი: შეიძლება. ამისათვის კლავიატურის დრაივერში უნდა დაამატოთ რუსული ენა. გაითვალისწინეთ ის, რომ ერთ ველში ქართულად და რუსულად ერთდროულად ვერ აკრეფთ.
17.6 კლავიატურის დრაივერი სად ვნახო?
პასუხი: კლავიატურის დრაივერს ნახავთ “ორის-ბუღალტერიი”-ს საინსტოლაციო დისკზე საქაღალდეში “Keyboard” - GeoKbd.exe ან გადმოიწერეთ კლავიატურის დრაივერი ჩვენი საიტიდან www.oris.ge (Downloads / Keyboard driver and fonts).

17.7 კლავიატურის გადამრთველი ეკრანის მარჯვენა ქვედა კუთხეში აღარ ჩანს.
პასუხი: გადატვირთეთ კომპიუტერი.

17.8 როგორ გავაყენო კლავიატურის გადამრთველი Windows Vista-ზე.
პასუხი: "ორის-ბუღალტეირის" საინსტოლაციო დისკზე საქაღალდეში “Keyboard” - მოძებნეთ პროგრამა GeoKbd.exe დააჭირეთ მასზე თაგვის მარჯვენა ღილაკით, ჩამოიშლება კონტექსტური მენიუ, საიდანაც აირჩიეთ "Run as Administrator":



შენიშვნა: იმ შემთხვევაში თუ მენიუს პუნქტი "Run as Administrator" არ ჩანს, საჭიროა ადმინისტრატორის ანგარიშის ჩართვა კომპიუტერზე, ამისათვის: Desktop / Computer-ზე დააჭირეთ თაგვის მარჯვენა ღილაკით და აირჩიეთ პუნქტი "Manage".

იხილავთ ეკრანს "Computer Management", სადაც აირჩიეთ System Tools \ Local Users and Groups \ Users საქაღალდე. ეკრანის მარჯვენა მხარეს თაგვის მარჯვენა ღილაკით დააჭირეთ "Administrator"-ზე და აირჩიეთ "Properties".

გამოსულ ეკრანში "Properties" გადანიშნეთ ველი "Account is Disabled"

და დააჭირეთ "Ok"-ს.
იმ შემთხვევაში თუ გამოვა ეკრანი "The publisher could not be verified..." დააჭირეთ ღილაკს "Run", ხოლო თუ გამოვა ეკრანი "An unidentified program wants to access to your computer..." დააჭირეთ ღილაკს "Allow".
ამის შემდეგ ეკრანზე იხილავთ კლავიატური დრაივერის ინსტოლაციის ეკრანს და დააჭირეთ ღილაკს "Run", ხოლო შემდეგ "Yes", რის შემდეგაც კომპიუტერი გადაიტვირთება.



Читать далее
Copyright 2013 Created By Comp-Master.ge