საბუღალტრო და აუდიტორიული მომსახურება
სასწავლო ცენტრი
საბუღალტრო პროგრამა ორისის რეალიზაცია და დანერგვა

საწარმოო პრაქტიკა

დაბეჭდვა

საწარმოო პრაქტიკა

 

         საწარმოო პრაქტიკის მიზანია დაეხმაროს სტუდენტს ლექციის პროცესში გადმოცემული ცოდნის დამაგრებაში და თეორიული ცოდნის პრაქტიკული გამოყენების უნარის გამომუშავებაში;

                საწარმოო პრაქტიკა (სამუშაო ადგილის სიმულაცია)  ჩატარდება სასწავლო დაწესებულებაში ინსტრუქტორების მეთვალყურეობით.

                "სამუშაო ადგილის სიმულაცია" ეს არის საფინანსო სკოლის მიერ დამუშავებული ვირტუალური კომპანიის მაგალითი, კომპანიის შექმნიდან, მისი პირველი სამეურნეო წლის  ოპერაციების ბუღალტრული ასახვითა და ფინანსური ანგარიშგების შედგენის ჩათვლით. სტუდენტს გამოეყოფა ინდივიდუალური სამუშაო ადგილი აუცილებელი ორგტექნიკით და იმუშავებს ინსტრუქტორის მეთვალყურეობით. სიმულაცის პროგრამით მუშაობისას სტუდენტს მოუწევს ვირტუალური კომპანიის დირექტორის, მენეჯერის, წარმოების უბნის უფროსის, ბუღალტრის ფუნქციების შესწავლა-შესრულება. შიდა და გარე მოხმარების ანგარიშგებების და საგადასახადო დეკლარაციებისა და ანგარიშების მრავალჯერადი მომზადებით სტუდენტი გამოიმუშავებს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარს.

                სამუშაო ადგილის სიმულაციის გავლის დროს სტუდენტმა უნდა გამოიმუშაოს შემდეგი უნარ-ჩვევები:

  • ცალკეული სამეურნეო ოპერაციის დოკუმენტური გაფორმება;
  • პირველადი დოკუმენტის შემოწმება და ხარვეზის გამოვლენა;
  • ბუღალტრული აღრიცხვის კომპიუტერული პროგრამის სრულყოფილად გამოყენება;
  • საბუღალტრო დოკუმენტების დახარისხება და აკინძვა;
  • საბუღალტრო რეგისტრების მომზადება;
  • დასკვნითი ოპერაციების გატარება და ბუღალტრული ანგარიშების დახურვა;
  • საცდელი ბალასის მომზადება;
  • საგადასახადო დეკლარაციების მოსამზადებლად ინფორმაციის შეგროვება.

 

Copyright 2013 Created By Comp-Master.ge