საბუღალტრო და აუდიტორიული მომსახურება
სასწავლო ცენტრი
საბუღალტრო პროგრამა ორისის რეალიზაცია და დანერგვა

საგადასახადო საქმე

დაბეჭდვა

საგადასახადო საქმე

კურსის თემატიკა

თემა 1. გადასახადების ცნება, ნიშნები, სტრუქტურა და კლასიფიკაცია

გადასახადის ცნება და მნიშვნელობა. გადასახადები და სხვა სახელმწიფო შემოსავლები _ საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მოსაკრებლები. გადასახადის სტრუქტურა (ელემენტები) _ საგადასახადო სამართლებრივი ნორმა, გადასახადის გადამხდელი, გადასახადით დაბეგვრის საგანი, გადასახადით დაბეგვრის ობიექტი. გადასახადის სახეები.

 

თემა 2. საგადასახადო კანონმდებლობა და საგადასახადო სისტემას ცნება

საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის სისტემა. საგადასახადო კანონმდებლობის მოქმედება დროში, სივრცეში და პირთა წრის მიმართ. საერთაშორისო შეთანხმებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის სისტემაში. საგადასახადო სისტემას ცნება, ზოგადი დახასიათება და სტრუქტურა. საქართველოს საგადასახადო სისტემას ორგანიზაციული პრინციპები. გადასახადების დაწესება, შემოღება და გაუქმება. ადგილობრივი გადასახადები საქართველოს საგადასახადო სისტემაში.

 

 

თემა 3. საგადასახადო წარმოება და მისი ძირითადი სტადიები. გადასახადების გამოანგარიშების წესი

გადასახადების გამოანგარიშება; გადასახადების გადახდა; გადასახადის ობიექტის განსაზღვრა; გადასახადის ბაზის განსაზღვრა; გადასახადის განაკვეთის ამორჩევა; საგადასახადო შეღავათების გამოყენება;  გადასახადის თანხის განსაზღვრა;                 გადასახადის საგანი; გადასახადის ობიექტის ცნება; გადასახადის მასშტაბი და გადასახადის ერთეული; საგადასახადო ბაზის ცნება; საგადასახადო განაკვეთის ცნება; საგადასახადო განაკვეთის სახეები; საგადასახადო შეღავათების ცნება და სახეები; საგადასახადო პერიოდი და გადასახადის გამოანგარიშების ხერხი; საგადასახადო დოკუმენტაცია და ანგარიშგება. საგადასახადო დეკლარაციები და საგადასახადო ორგანოების შეტყობინება.

 

თემა 4. გადასახადების გადახდა, აკრეფა და დაბრუნება. საგადასახადო ადმინისტრაცია  

 

                გადასახადის გადახდის ცნება და გადახდის საშუალებები: ფულადი საშუალებებით; ქონებით (ნატურით); ქონებისა და დებიტორული დავალიანების იძულებითი მიქცევით. გადასახადის იძულებითი გადახდევინების მექანიზმები. ქონება ყადაღის დადება და მისი რეალიზაცია.

                გადასახადის დამოუკიდებელი გადახდის მოთხოვნები. გადასახადის გადახდის წყარო და ვადები. გადასახადის მიმდინარე გადახადები. გადასახადის დაკავება გადასახადის წყაროსთან. საგადასახადო ვალდებულების შესრულება. გადასახადის გადახდის მომენტი. საგადასახადო შენატანი. გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხების დაბრუნება.

                საქართველოს ფინანსსთა სამინისტროს უფლებამოსილება საგადასახადო სფეროში. საქართველოს ფინანსსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური. საგადასახადო ორგანოების ფუნქციები, უფლებები და მოვალეობები. საგადასახადო ინსპექციები. საბაჟო ორგანოები.


 

 

თემა 5. საგადასახადო კონტროლი. პასუხისმგებლობა საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის

                საგადასახადო კონტროლის ცნება და ძირითადი სახეები. გადამხდელთა რეგისტრაცია. საგადასახადო შემოწმების ჩატარების წესები. საგადასახადო შემოწმების სახეები: გეგმური და არაგეგმური; კამერალური და გასვლითი; სრული და შერჩევითი; ფორმალური და არითმეტიკული და შემხვედრი.

                გადასახადისაგან თავის არიდების პრობლემები.

                საგადასახადო პასუხისმგებლობის ცნება, ნიშნები და პრინციპები. საგადასახადო პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძვლები.

                საგადასახადო სამართალდარღვევის ცნება, ნიშნები და სუბიექტები. საგადასახადო სამართალდარღვევათა სახეები.

                საგადასახადო პასუხისმგებლობა გადასახადების შემცირებისათვის. პასუხისმგებლობა დეკლარაციის დაგვიანებით წარდგენისათვის. საურავი ვადაგადასულ საგადასახადო გადასახდელებზე.

 

თემა 6. საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები

      საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადების გამოანგარიშებისა და გადახდისსამართლებრივი საფუძვლები. საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადები: დამატებული ღირებულების გადასახადი. აქციზი. მოგების გადასახადი. საშემოსავლო გადასახადი. სოციალური გადასახადი. საბაჟო გადასახადი.

ადგილობრივი გადასახადი _ ქონების გადასახადი.

 

Copyright 2013 Created By Comp-Master.ge