საბუღალტრო და აუდიტორიული მომსახურება
სასწავლო ცენტრი
საბუღალტრო პროგრამა ორისის რეალიზაცია და დანერგვა

ფინანსური ანგარიშგება

დაბეჭდვა

ფინანსური ანგარიშგება

კურსის თემატიკა

თემა 1. ფინანსური ანგარიშგების  მომზადებისა და წარდგენის ზოგადი საფუძვლები

ფინანსური ანგარიშგების მიზანი და ძირითადი დაშვებები. ფინანსური ანგარიშგების ხარისხობრივი მახასიათებლები. ფინანსური ანგარიშგების სრული პაკეტი.

ფინანსური ანგარიშგების ელემენტები - აქტივები, საკუთარი   კაპიტალი, ვალდებულებები, შემოსავლები და ხარჯები, მათი აღიარება და შეფასება.

მიმდინარე აღრიცხვის მონაცემთა გაზოგადოების, სააღრიცხვო რეგისტრების და საცდელი ბალანსის საფუძველზე მონაცემთა გამიჯვნა ფინანსური ანგარიშგების  ცალკეული  კომპონენტების მოსამზადებლად.      

ფინანსური ინფორმაციის მომხმარებელთა ინტერესების გათვალისწინება ფინანსური ანგარიშგების მომზადებისას.

                                                                                

თემა 2. ბალანსი, მისიშედგენისტექნიკადაწარდგენისწესი

ბუღალტრული აღრიცხვის ფუძემდებლური პრინციპების: ორმხრივობის, ფულადი შეფასების, ავტონომიურობის, თვითღირებულების პრინციპების გათვალისწინება ბალანსის შედგენისას.

ლიკვიდურობის პრინციპის  გათვალისწინება ბალანსში მუხლების განთავსებისას.

ბალანსის ელემენტების - აქტივების, საკუთარი კაპიტალისა და ვალდებულებების შეფასება.

გრძელვადიანი აქტივების  წარდგენა ბალანსში; მიმდინარე აქტივების წარდგენა ბალანსში; ბალანსის საკუთარი კაპიტალის შემადგენლობაში საწესდებო  კაპიტალისა და გაუნაწილებელი მოგების ასახვა; გრძელვადიანი  ვალდებულებების ასახვა; მიმდინარე ვალდებულებების ასახვა ბალანსში.

ბალანსის წარსადგენად მომზადებისათვის აუცილებელი პროცედურები.

   

თემა 3. ანგარიშგება მოგება-ზარალის შესახებ, მისი შედგენისა  და წარდგენის წესი

მოგება-ზარალის შესახებ ანგარიშგების  ელემენტები -  შემოსავლები და ხარჯები, ფინანსური შედეგების  გაანგარიშების  საშუალება.

რელიზაციისა და შესაბამისობის პრინციპები; მოგება-ზარალის შესახებ ანგარიშგების ფორმატები.

შემოსავლების სახეები: ამონაგები და შემოსულობა. შემოსავლების აღიარების მომენტები; ხარჯების კლასიფიკაცია. ხარჯების აღიარება და შეფასება; საერთო მოგება,  მოგება საოპერაციო საქმიანობიდან; მოგება დაბეგვრამდე. მოგების გადასახადი, მისი ასახვა ანგარიშგებაში.  წმინდა  მოგება (ზარალი).

 

თემა 4. ფულადი ნაკადების ანგარიშგება, მისი შედგენის მეთოდები

ფულადი ნაკადების ანგარიშგება - საწარმოს მიერ  ფულადი სახსრებისა და მათი ექვივალენტების გამომუშავების უნარისა და ფულად სახსრებზე საწარმოს მოთხოვნილების შეფასების საშუალება.    

ფულადი სახსრები, ფულადი სახსრების ექვივალენტები, ფულადი სახსრების ნაკადები. 

ფულადი ნაკადების კლასიფიკაცია:  ფულადი ნაკადები საოპერაციო საქმიანობიდან, საინვესტიციო საქმიანობიდან, საფინანსო საქმიანობიდან.     

ფულადი ნაკადების ანგარიშგების  წარდგენა პირდაპირი და არაპირდაპირი   მეთოდით.

      

 

თემა 5. ანგარიშგება საკუთარი კაპიტალის ცვლილებების შესახებ  და მისი შედგენის წესი

საკუთარი კაპიტალის ცვლილების შესახებ ანგარიშგებაში წარსადგენი ინფორმაცია და  წარდგენის გზები (ფორმატები); რეზერვებში მომხდარი ცვლილებების, მოგება-ზარალის ანგარიშგებაში  აუღიარებელი  წმინდა შემოსულობის ან ზარალის, დივიდენდების  გაცემის შედეგად დაგროვილ მოგებაში მომხდარი ცვლილებების დადგენა და წარდგენა ანგარიშგებაში.        

 

თემა 6. ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნები

განმარტებითი შენიშვნების არსი და მნიშვნელობა ინფორმაციის მომხმარებლისათვის; განმარტებითი შენიშვნებში შესატანი ინფორმაცია; განმარტებითი შენიშვნებში არაფინანსური ხასიათი ინფორმაციის შეტანის შესაძლებლობა. 

Copyright 2013 Created By Comp-Master.ge