საბუღალტრო და აუდიტორიული მომსახურება
სასწავლო ცენტრი
საბუღალტრო პროგრამა ორისის რეალიზაცია და დანერგვა

ფინანსური აღრიცხვა

დაბეჭდვა

ფინანსური აღრიცხვა

კურსის თემატიკა

თემა 1.  ძირითადი საშუალებების აღრიცხვა

ძირითადი საშუალებების ცნება, აღიარება, კლასიფიკაცია და Aშეფასება. ძირითადი საშუალებების მიღების აღრიცხვა: ფულადი საშუალებების გადახდით; წარმოებული საკუთარი ძალებით; სხვა აქტივებზე გაცვლით; შეძენა განვადებით; მიღება უსასყიდლოდ  (გრანტით); აქტივების ექსპლუატაციასთან (რემონტთან) დაკავშირებული  დანახარჯების აღრიცხვა. ძირითადი საშუალებების ცვეთის დარიცხვის მეთოდები (შემცირებადი ნაშთის მეთოდი, წრფივი, წლების ერთეულთა ჯამის, წარმადობის პროპორციული); ცვეთის ბუღალტრული აღრიცხვა. ძირითადი საშუალებების გასვლისა და გადაფასების აღრიცხვა. ახსნა-განმარტებითი შენიშვნები.

 

თემა 2. იჯარის აღრიცხვა

ფულის დროითი ღირებულება _ მომავალი და დისკონტირებული ღირებულება. იჯარის ცნება და კლასიფიკაცია. ცნება მიმდინარე საიჯარო გადასახდელებზე და მისი შემადგენლობა. საფინანსო ხარჯების განაწილების მეთოდები. ფინანსური იჯარის აღრიცხვა მეიჯარესთან და მოიჯარესთან. ოპერაციული (ჩვეულებრივი) იჯარის აღრიცხვა მეიჯარესთან და მოიჯარესთან.

 

თემა 3. არამატერიალური აქტივების აღრიცხვა

არამატერიალური აქტივების ცნება, აღიარება, კლასიფიკაცია, სახეები და შეფასება. არამატერიალური აქტივების მოძრაობის აღრიცხვა, არამატერიალური აქტივების ამორტიზაცია და მისი აღრიცხვა. არამატერიალური აქტივების გადაფასების აღრიცხვა. გუდვილის აღრიცხვა. ახსნა-განმარტებითი შენიშვნები.

 

თემა 4. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა

სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის არსი და კლასიფიკაცია. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შეფასების მეთოდები. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიღების აღრიცხვა _ დოკუმენტაცია, თვითღირებულების გაანგარიშება და ასახვა ბუღალტრულ ანგარიშებზე.  სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გასვლის აღრიცხვა _ დოკუმენტაცია, დახარჯული (გაყიდული) სასაქონლო მატერიალური ფასეულობის თვითღირებულების გაანგარიშების მეთოდები: იდენტიფიცირებადი ფასები, საშუალო შეწონილი ფასები, ფიფო, საცალო ფასების მეთოდი. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის აღრიცხვის მუდმივი და პერიოდული მეთოდები. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ანალიზური აღრიცხვა ინდივიდუალურ ანგარიშებზე. სასაქონლო მატერიალური  ფასეულობების ინვენტარიზაცია და გადაფასება. ახსნა-განმარტებითი შენიშვნები.

 

თემა 5. მოთხოვნების აღრიცხვა

მოთხოვნების წარმოქმნის სამართლებრივი საფუძვლები. მოთხოვნების კლასიფიკაცია. მიწოდებასთან და მომსახურებასთან დაკავშირებული მოთხოვნების აღრიცხვა. ამოუღებადი და საეჭვო მოთხოვნების აღრიცხვა, სხვა მოკლევადიანი მოთხოვნების აღრიცხვა. ახსნა-განმარტებითი შენიშვნები.

 

თემა 6. ფულადი საშუალებების აღრიცხვა

ფულადი სახსრები და მათი ეკვივალენტები, შეფასება და აღიარება.  სალაროს ოპერაციების აღრიცხვა. საქვეანგარიშო თანხების აღრიცხვა, `მცირე სალაროს~ ფონდი. უნაღდო ანგარიშსწორების ფორმები და მათი რეგულირება. ოპერაციების აღრიცხვა საბანკო ანგარიშზე ეროვნული ვალუტით. სავალუტო ოპერაციების აღრიცხვა. ახსნა-განმარტებითი შენიშვნები.

 

თემა 7. საკუთარი კაპიტალის აღრიცხვა

საკუთარი კაპიტალის არსი და მისი შემადგენლობა. საწესდებო კაპიტალის აღრიცხვა სააქციო საზოგადოებაში; აქციების სახეები; აქციების შეფასება; აქციების გაყიდვა ფულზე, არაფულად აქტივებზე, ხელმოწერით, უფასოდ, ოფციონით; აქციების გამოშვების აღრიცხვა. რეზერვებისა და გაუნაწილებელი  მოგების აღრიცხვა. შეზღუდული პასუხისმგებლობის  საზოგადოების  საკუთარი კაპიტალის აღრიცხვა. ახსნა-განმარტებითი შენიშვნები.

 

თემა 8. ვალდებულებების აღრიცხვა

ვალდებულების წარმოქმნის საფუძვლები და  კლასიფიკაცია.  მიმდინარე ვალდებულებების აღრიცხვა: მიწოდებიდან და მომსახურებიდან წარმოქმნილი ვალდებულებების აღრიცხვა; დარიცხული ვალდებულებების აღრიცხვა; მიღებული ავანსების აღრიცხვა; საგადასახადო ვალდებულებების აღრიცხვა; სასესხო ვალდებულებების აღრიცხვა. ახსნა-განმარტებითი შენიშვნები.

 

თემა 9. შემოსავლების და ხარჯების აღრიცხვა

შემოსავლების და ხარჯების ცნება, კლასიფიკაცია. შემოსავლების აღიარების მეთოდები და პრინციპები: შემოსავლების აღიარება საქონლის მიწოდებისას; შემოსავლების აღიარება საქონლის მიწოდების შემდეგ; შემოსავლების აღიარება მიწოდებამდე. სამშენებლო კონტრაქტებთან დაკავშირებული შემოსავლების აღიარება. შემოსავლები მომსახურების გაწევიდან, პროცენტებიდან და დივიდენდებიდან. სახელმწიფო გრანტის და დახმარების აღრიცხვა. ხარჯების აღიარება და შეფასება. პროდუქციის თვითღირებულების (დანახარჯების) ფორმირების  აღრიცხვა. პერიოდის ხარჯების აღრიცხვა. ფინანსური შედეგის განსაზღვრა და მისი აღრიცხვა. ახსნა-განმარტებითი შენიშვნები.

Copyright 2013 Created By Comp-Master.ge