საბუღალტრო და აუდიტორიული მომსახურება
სასწავლო ცენტრი
საბუღალტრო პროგრამა ორისის რეალიზაცია და დანერგვა

საბუღალტრო აღრიცხვის საფუძვლები

დაბეჭდვა

საბუღალტრო აღრიცხვის საფუძვლები

კურსის თემატიკა

 

თემა 1. ბუღალტრული  აღრიცხვის არსი და ადგილი მართვის სისტემაში

ცნება მართვის სისტემის და მისი ფუნქციონირებადობის შესახებ; .მართვის სისტემის  ინფორმაციული ბაზა; ხარისხობრივი და რაოდენობრივი ინფორმაცია; რაოდენობრივი ინფორმაციის ელემენტები; სააღრიცხვო და არასააღრიცხვო  ინფორმაცია; სამეურნეო აღრიცხვა და მისი სახეები;

აღრიცხვაში გამოყენებული საზომები; ბუღალტრული აღრიცხვის არსი, მისი ინფორმაციული სისტემა;ცნება ფინანსური  და მმართველობითი აღრიცხვის შესახებ.

 

თემა 2. ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები. ბუღალტრული აღრიცხვის რეგულირება

ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები (ბასს),  მისი მოთხოვნები; ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების მარეგულირებელი ორგანოები, მათი ფუნქციები;

ბუღალტრული აღრიცხვის რეგულირება საქართველოში; ბუღალტერთა დამოუკიდებელი პროფესიული ორგანიზაციები, მათი ფუნქციები; ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების მარეგულირებელი  ნორმატიული აქტები.

 

თემა 3. ბუღალტრულიაღრიცხვისსაგანიდამეთოდი

ბუღალტრული აღრიცხვის საგანი, მისი ობიექტები; ეკონომიკური რესურსები ანუ აქტივები, ეკონომიკური რესურსების ფორმირების წყაროები ანუ  საკუთარი კაპიტალი და ვალდებულებები, სამეურნეო ფაქტები, სამეურნეოAMEA პროცესები;  

ბუღალტრული აღრიცხვის მეთოდი, მისი ელემენტები; ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები.

 

თემა 4. ანგარიშგების როლი მართვის ინფორმაციული უზრუნველყოფის სისტემაში

ანგარიშგების არსი და როლი  მართვის ინფორმაციული უზრუნველყოფის საქმეში, ანგარიშგების სახეები. ფინანსური ანგარიშგების არსი და მიზანი;

ფინანსური ანგარიშგების კომპონენტები: ბალანსი, ანგარიშგება მოგება-ზარალის შესახებ, ანგარიშგება  ფულადი ნაკადების შესახებ, ანგარიშგება საკუთარ კაპიტალში ცვლილებების შესახებ, სააღრიცხვო პოლიტიკა და  განმარტებითი შენიშვნები;

ფინანსური ანგარიშგების ელემენტები: აქტივები, საკუთარი კაპიტალი, ვალდებულებები, შემოსავლები და ხარჯები.   ფინანსური ანგარიშგების ძირითადი დაშვებები: დარიცხვის მეთოდი და ფუნქციონირებადი საწარმოს  მეთოდი;

ფინანსური ანგარიშგების ინფორმაციის მომხმარებლები; ფინანსური ანგარიშგების ხარისხობრივი მახასიათებლები: აღქმადობა, შესაბამისობა, საიმედობა და შესადარისობა.

 

თემა 5. ბუღალტრული ბალანსი, მისი აგებულება და შინაარსი

ბუღალტრული ბალანსის არსი და აგებულება. ბუღალტრული ბალანსის აგების პრინციპები. ბალანსის  ფორმატი: ვერტიკალური და  ჰორიზონტალური; ბუღალტრული Bბალანსის მუხლები, ბალანსის ვალუტა. ბალანსის აქტივის მუხლები: გრძელვადიანი და მიმდინარე; საკუთარი კაპიტალი, მისი ამსახველი ბალანსის  მუხლები; ვალდებულებების ასახვა ბალანსში. გრძელვადიანი და მიმდინარე ვალდებულებები; სამეურნეო ოპერაციებით გამოწვეული ცვლილებების გავლენა ბალანზე.

თემა 6. ბუღალტრული ანგარიშები და ორადი ასახვა, ანგარიშთა გეგმა

ცნება ბუღალტრული  ანგარიშების შესახებ. ბუღალტრული ანგარიშების აგებულება: დებეტი, კრედიტი, ბრუნვა, ნაშთი. ანგარიშების დახასიათება. აქტიური და პასიური ანგარიშები. ანგარიშის საბოლოო ნაშთის  განსაზღვრის  წესები; ბუღალტრულ ანგარიშებზე ორადი ასახვის წესი. ანგარიშთა კორესპოდენცია. ბუღალტრული მუხლი (გატარება). მარტივი და რთული ბუღალტრული მუხლი;ბუღალტრული ანგარიშების კლასიფიკაცია. ბუღალტრული აღრიცხვის  ანგარიშთა  გეგმა, მისი სტრუქტურა და დახასიათება.

 

თემა 7. პირველადი აღრიცხვის ორგანიზაცია

პირველადი  დაკვირვება: დოკუმენტაცია და ინვენტარიზაცია. დოკუმენტის არსი და მნიშვნელობა. დოკუმენტების  რეკვიზიტები. დოკუმენტების  შევსების  წესი. დოკუმენტების  კლასიფიკაცია; დოკუმენტბრუნვა:  დოკუმენტების შედგენა, მიღებაEბუღალტერიაში, დამუშავება, არქივში შენახვა; ინვენტარიზაციის არსი,   ჩატარების წესი. ინვენტარიზაციის შედეგების გაფორმება.

 

თემა 8. სააღრიცხვო რეგისტრები და ბუღალტრული აღრიცხვის პროცედურები

სააღრიცხვო რეგისტრების არსი, დანიშნულება და სახეები.     ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო პრაქტიკაში გამოყენებული რეგისტრები; შესყიდვების ჟურნალი, გაყიდვების  ჟურნალი, შესყიდული საქონლის უკან დაბრუნების, გაყიდული საქონლის უკან დაბრუნების,  მაკორექტირებელი და დახურვის გატარებების ჟურნალები, მცირე სალაროს და სალაროს  წიგნები; სამეურნეო ოპერაციების რეგისტრაციის მთავარი ჟურნალი და მისი აგებულება; მთავარი საბუღალტრო წიგნი. შეცდომების  გასწორება სააღრიცხვო ჩანაწერებში.

სააღრიცხვო ციკლი, მისი ეტაპები. საცდელი  ბალანსი; სამეურნეო ოპერაციების  რეგისტრაციების მთავარი ჟურნალი. სამუშაო  ფურცელი და მისი დანიშნულება; სააღრიცხვო ციკლის დასკვნითი ბუღალტრული მუხლები. კორექტირებები, მათი აუცილებლობა; მაკორექტირებელი გატარებები; მაკორექტირებელი და დახურვის გატარებების ჟურნალი;

წინასწარ გაწეული ხარჯები, წინასწარ მიღებული შემოსავლები, დარიცხული შემოსავლები, დარიცხული  ხარჯები და მათი  კორექტირებების ამსახველი ბუღალტრული მუხლები;

საცდელი ბალანსის და სამუშაო  ფურცლის  მონაცემთა გამოყენება მოგება ზარალის  ანგარიშგების  და ბალანსის  შესადგენად.

Copyright 2013 Created By Comp-Master.ge