საბუღალტრო და აუდიტორიული მომსახურება
სასწავლო ცენტრი
საბუღალტრო პროგრამა ორისის რეალიზაცია და დანერგვა

ერთწლიანი სასწავლო კურსი

დაბეჭდვა

 

 

1.  პროგრამაზე დაშვების პირობები

პირი პროგრამაზე დაიშვება ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დასრულების შემდეგ.

 

2. სასწავლო გეგმა

საგანმათლებლო პროგრამა შედგება ზოგადი, საბაზისო და არჩევითი მოდულისაგან.

 

2.1. ზოგადი მოდული

                ზოგადი მოდულის მიზანია გააცნოს სტუდენტს ძირითადი ეკონომიკური ტერმინები, საბაზრო ეკონომიკის კანონები, მეწარმეობის არსი, ბიზნეს-ერთეულების მიზანი, მოტივი და მათი ჩამოყალიბება-ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძვლები.

 

#

საგნის დასახელება

სულ საათი

სალექციო საათები

პრაქტიკული საათები

1

ეკონომიკის საფუძვლები

30

15

15

2

ბიზნესის სამართალი

20

16

4

3

უცხო ენა

108

36

72

 

სულ

158

67

91

               

 

2.2. საბაზისო მოდული

 

                საბაზისო მოდული აერთიანებს ბუღალტრულ აღრიცხვასა და მომიჯნავე დისციპლინებს ისეთი მოცულობით, რაც აუცილებელი და საკმარისია ბუღალტერ-მოანგარიშის პროფესიული ცოდნის მისაღებად. საბაზისო მოდულის მიზანია ბუღალტრული აღრიცხვისა და მომიჯნავე დისციპლინების შესწავლის საფუძველზე სტუდენტს მისცეს ცოდნა ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპებში, ტექნიკასა და ტექნოლოგიებში. საბაზისო მოდულის დასრულების შემდეგ სტუდენტი უნდა ფლობდეს ცოდნას ბუღალტრული აღრიცხვის ფუნდამენტურ საკითხებში.

 

#

საგნის დასახელება

სულ საათი

სალექციო საათები

პრაქტიკული საათები

1

საბუღალტრო აღრიცხვის საფუძვლები

20

12

8

2

ფინანსური აღრიცხვა

36

18

18

3

ფინანსური ანგარიშგების შედგენის პრინციპები

14

6

8

4

საგადასახადო დაბეგვრა

40

20

20

5

კომპიუტერული პროგრამები

44

14

30

6

საბუღალტრო პროგრამა "ორისი"

18

8

10

 

 

 

 

 

 

სულ

172

78

94

 

 

2.3. არჩევითი მოდული

                 

                არჩევითი მოდულის მიზანია ხელი შეუწყოს სპეციალისტის კვალიფიკაციის ამაღლებას. დაანახოს სტუდენტს პროფესიული დახელოვნების საჭიროება და შეუქმნას სწავლის გაგრძელების მოტივაცია.არჩევითი მოდულის მიხედვით სტუდენტს ეძლევა შესაძლებლობა არჩეული საგნის მიხედვით შეიძინოს ცოდნა ეკონომიკური ანალიზის ან აუდიტის მიმართულებით.

 

 

#

საგნის დასახელება

სულ საათი

სალექციო საათები

პრაქტიკული საათები

1

ეკონომიკური ანალიზის საფუძვლები

20

8

12

2

აუდიტის საფუძვლები

20

8

12

 

სულ

40

16

24

 

               

2.4. პრაქტიკა

                საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სტუდენტი გაივლის სასწავლო პრატიკას, სამუშაო ადგილის სიმულაციას და საწარმოო პრაქტიკას.

 

 სასწავლოპრატიკა 

                სასწავლო პრაქტიკის მიზანია დაეხმაროს სტუდენტს ლექციის პროცესში გადმოცემული ცოდნის დამაგრებაში და თეორიული ცოდნის პრაქტიკული გამოყენების უნარის გამომუშავებაში; სასწავლო პრაქტიკა ჩატარდება სასწავლო დაწესებულებაში ინსტრუქტორების მეთვალყურეობით.

 

 სამუშაოადგილისსიმულაცია

         "სამუშაო ადგილის სიმულაცია" ეს არის საფინანსო სკოლის მიერ დამუშავებული ვირტუალური კომპანიის მაგალითი, კომპანიის შექმნიდან, მისი პირველი სამეურნეო წლის  ოპერაციების ბუღალტრული ასახვითა და ფინანსური ანგარიშგების შედგენის ჩათვლით. სტუდენტს გამოეყოფა ინდივიდუალური სამუშაო ადგილი აუცილებელი ორგტექნიკით და იმუშავებს ინსტრუქტორის მეთვალყურეობით. სიმულაცის პროგრამით მუშაობისას სტუდენტს მოუწევს ვირტუალური კომპანიის დირექტორის, მენეჯერის, წარმოების უბნის უფროსის, ბუღალტრის ფუნქციების შესწავლა-შესრულება. შიდა და გარე მოხმარების ანგარიშგებების და საგადასახადო დეკლარაციებისა და ანგარიშების მრავალჯერადი მომზადებით სტუდენტი გამოიმუშავებს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარს.

 

 საწარმოოპრაქტიკა

                საწარმოო პრაქტიკის მიზანია სტუდენტს გააცნოს მისი მომავალი სამუშაო ადგილი, შესასრულებელი ფუნქციები და დაეხმაროს ამ ფუნქციების შესრულების უნარ-ჩვევების გამომუშავბაში. საწარმოო პრატიკას სტუდენტები გაივლიან სხვადასხვა კომპანიების საფინანსო-საბუღალტრო სამსახურებში.

               

3. სერტიფიცირება

                სტუდენტთა სერტიფიცირება ხდება საკვალიფიკაციო გამოცდებში დაგროვილი ქულების შესაბამისად შემდეგი კატეგორიების მიხედვით:

 

A -კატეგორია  -  91 - 100 ქულა

B -კატეგორია  -  81 - 90 ქულა

C -კატეგორია  -  71 - 80 ქულა

D -კატეგორია  -  61 - 70 ქულა

E -კატეგორია  -  51 - 60 ქულა

 

სწავლების ხანრგძლივობა: 9 თვე

სწავლების ფორმა: დღის დასწრებული

კურსის ღირებულება:  ერთი თვე 150 ლარი

 

განაცხადის ფორმა

შეავსეთ განაცხადის ფორმა და გადმოგვიგზავნეთ მისამართზე JLIB_HTML_CLOAKING

Copyright 2013 Created By Comp-Master.ge