საბუღალტრო და აუდიტორიული მომსახურება
სასწავლო ცენტრი
საბუღალტრო პროგრამა ორისის რეალიზაცია და დანერგვა

საწარმოო პრაქტიკა

დაბეჭდვა

საწარმოო პრაქტიკა

 

         საწარმოო პრაქტიკის მიზანია დაეხმაროს სტუდენტს ლექციის პროცესში გადმოცემული ცოდნის დამაგრებაში და თეორიული ცოდნის პრაქტიკული გამოყენების უნარის გამომუშავებაში;

                საწარმოო პრაქტიკა (სამუშაო ადგილის სიმულაცია)  ჩატარდება სასწავლო დაწესებულებაში ინსტრუქტორების მეთვალყურეობით.

                "სამუშაო ადგილის სიმულაცია" ეს არის საფინანსო სკოლის მიერ დამუშავებული ვირტუალური კომპანიის მაგალითი, კომპანიის შექმნიდან, მისი პირველი სამეურნეო წლის  ოპერაციების ბუღალტრული ასახვითა და ფინანსური ანგარიშგების შედგენის ჩათვლით. სტუდენტს გამოეყოფა ინდივიდუალური სამუშაო ადგილი აუცილებელი ორგტექნიკით და იმუშავებს ინსტრუქტორის მეთვალყურეობით. სიმულაცის პროგრამით მუშაობისას სტუდენტს მოუწევს ვირტუალური კომპანიის დირექტორის, მენეჯერის, წარმოების უბნის უფროსის, ბუღალტრის ფუნქციების შესწავლა-შესრულება. შიდა და გარე მოხმარების ანგარიშგებების და საგადასახადო დეკლარაციებისა და ანგარიშების მრავალჯერადი მომზადებით სტუდენტი გამოიმუშავებს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარს.

                სამუშაო ადგილის სიმულაციის გავლის დროს სტუდენტმა უნდა გამოიმუშაოს შემდეგი უნარ-ჩვევები:

  • ცალკეული სამეურნეო ოპერაციის დოკუმენტური გაფორმება;
  • პირველადი დოკუმენტის შემოწმება და ხარვეზის გამოვლენა;
  • ბუღალტრული აღრიცხვის კომპიუტერული პროგრამის სრულყოფილად გამოყენება;
  • საბუღალტრო დოკუმენტების დახარისხება და აკინძვა;
  • საბუღალტრო რეგისტრების მომზადება;
  • დასკვნითი ოპერაციების გატარება და ბუღალტრული ანგარიშების დახურვა;
  • საცდელი ბალასის მომზადება;
  • საგადასახადო დეკლარაციების მოსამზადებლად ინფორმაციის შეგროვება.

 

საბუღალტრო პროგრამა „ორისი“

დაბეჭდვა

საბუღალტრო პროგრამა „ორისი“

კურსის თემატიკა

თემა 1. საბუღალტრო კომპიუტერული პროგრამები

საბუღალტრო კომპიუტერული პროგრამების გამოყენების უპირატესობა. საქართველოში გავრცელებული საბუღალტრო პროგრამები, მათი ზოგადი დახასიათება. კომპიუტერული პროგრამების სახეები: კომპლექსური პროგრამები; პროგრამები დამატებული (გამოყოფილი) მოდულებით; პერსონალური და ქსელური პროგრამები; ერთვალუტიანი და მრავალვალუტიანი პროგრამები. საბუღალტრო პროგრამის ფუნქციონირების ზოგადი სქემა.

 

თემა 2. საბუღალტრო პროგრამის დანერგვა

კომპანიის საქმიანობის და მისი სტრატეგიის შესწავლის აუცილებლობა. პროგრამის შერჩევა კომპანიის საქმიანობის თავისებურების გათვალისწინებით. პროგრამის ინსტალაცია-მომზადება გამოსაყენებლად. პროგრამის ძირითადი მენიუები და ბრძანებები. მათი ფუნქციები და გამოყენების პრინციპები.

 

თემა 3. საბუღალტრო პროგრამაში საწყისი ნაშთების შეტანა

მთავარი (პირველი რიგის) ანგარიშების გამოყენების პრინციპი. ანგარიშთა გეგმის მორგება და მთავარი ანგარიშების შერჩევა. ანგარიშების ტიპის (აქტიური, პასიური, ფინანსური (თანხობრივი), რაოდენობრივ-თანხობრივი და სხვ) განსზღვრა და დაფიქსირება. ქვეანგარიშების (მეორე რიგის) გახსნა. ინდივიდუალური (პერსონიფიცირებული) ანგარიშების გახსნა. საწყისი ნაშთის შეტანის პრინციპები. ნაშთების შემოწმება-დაბალანსება.

 

თემა 4. სამეურნეო ოპერაციების რეგისტრაცია

ოპერაციების სარეგისტრაციო უწყისი. უწყისში ინფორმაციის შეტანის პრინციპი. ოპერაციების მარტივი და რთული გატარების ტექნიკური შესაძლებლობები. სასაქონლო ოპერაციების გატარების თავისებურებები. მარაგის შეფასების პრინციპის შერჩევა. სავალუტო ოპერაციების გატარების თავისებურებები. ვალუტის კურსის ცვლილების ბაზის შექმნა პროგრამაში. ვალუტო ნაშთების მუდმივი და პერიოდული გადაფასების ტექნიკური შესაძლებლობა. შეცდომით გატარებული სამეურნეო ოპერაციების შესწორების ტექნიკური შესაძლებლობა.

 

თემა 5. საბუღალტრო პროგრამის გამოყენება პირველადი აღრიცხვის დოკუმენტების შესაქმნელად

პირველადი დოკუმენტების შაბლონები, მათი გამოძახების ბრძანებები.

 შაბლონში ინფორმაციის შეტანა. დოკუმენტების რეგისტრაცია. შეცდომით შედგენილი დოკუმენტის შესწორება. პირველადი დოკუმენტების გადატანა ქაღალდზე. პირველადი დოკუმენტების მიერთება (მიბმა) სამეურნეო ოპერაციის რეგისტრაციის უწყისზე.

 

თემა 6. საბუღალტრო დოკუმენტების ფაილიაზაცია

პროგრამული საბუღალტრო რეგისტრები: სამეურნეო ოპერაციების რეგისტრაციის უწყისი; საქყისი ნაშთების უწყისი; ბრუნვითი უწყისი; საცდელი ბალანსი; ჟურნალ-ორდერები და ორდერული უწყისები; სხვა რეგისტრები. საბუღალტრო რეგისტრების მომზადების ტექნიკა. რეგისტრების ქაღალდზე გადატანის აუცილებლობა; პირველადი დოკუმენტების დაჯგუფება (შესყიდვების, გაყიდვების, ფულის მიღებისა და გადახდის, წარმოების დანახარჯების ან/და სხვა ფუნქციურ-თემატური ნიშნით) და ბუღალტრული დამუშავების დასტურად შესაბამისი უწყისების, ბარათების ან/და ორდერების თანხლებით განთავსება ფაილებსა და სწრაფჩამკერებში.

 

თემა 7. საბუღალტრო პროგრამის ეფექტური გამოყენების შესაძლებლობები

აწყობილი ოპერაციები. ოპერაციების აწყობის ტექნიკა. საინფორმაციო ბაზის მომზადება ერთი ბრძანებით მრავლობითი ოპერაციის გასატარებლად. კადრების შესახებ საინფორმაციო ბაზის შექმნა. დაბეგვრის რეჟიმის აწყობა და შეცვლა. ხელფასის დარიცხვა და გაცემის უწყისების ქაღალდზე გადატანა. ძირითადი საშუალების საინფორმაციო ბაზის შექმნა. ცვეთის დარიცხვის ნორმების შეტანა-შეცვლა და ბუღალტრული გატარებების აწყობა. ცვეთის დარიცხვა და ოპერაციის გატარების სისწორის შემოწმება. სხვა აწყობილი ოპერაციები. XL-ის ცხრილების გამოყენების შესაძლებლობა ინფორმაციის გადასამუშავებლად.

 

თემა 8. ინფორმაციის დაცვა და შენახვა

პროგრამული ინფორმაციის შენახვისა და დაცვის აუცილებლობა. პერიოდების ჩაკეტვა ინფორმაციის დამახინჯების თავიდან ასაცილებლად. პერიოდის გახსნის შესაძლებლობა. პროგრამული ინფორმაციის ასლის აღება და შენახვა. ასლის გადატანა ინფორმაციის მატარებლებზე და სხვა კომპიურეტში.   

კომპიუტერული პროგრამები

დაბეჭდვა

კომპიუტერული პროგრამები

კურსის თემატიკა

თემა 1. ოპერატიული სისტემა Windows XP

კომპიუტერის ჩართვა; მანიპულაცია Windows; სამუშაო მაგიდა; მინიატურა; ფანჯარა; კონტექსტური მენიუ; დავალების ზოლი; სასტარტო მენიუ; კომპიუტერის გამორთვა; მონაცემთა დაცვა; კომპიუტერული ვირუსი და ანტივირუსი; ფაილთა არქივირება;

 

 

თემა 2. Windows XP გრაფიკული ინტერფეისი და მასთან მუშაობის ხერხების ათვისება

მინიატურის მონიშვნა და მონიშნულის გაუქმება; მინიატურის გახნა, ჩაკეცვა და გაუქმება; ფანჯრის ზომების შეცვლა და ფანჯრის გადაადგილება; ფანჯრის შიგთავსის დათვალიარება სასრიალო ზოლების გამოყენებით; ფანჯარაში ინსტრუმენთა პანელის, სამისამართო სტრიქონის და მდგომარეობის პანელის გაუქმება ან გამოტანა; ფოლდერის ფანჯარაში მინიატურის წარმოდგენის ფორმის შეცვლა და წარმოდგენილი მინიატურის დალაგება; დავალების ზოლის გადატანა და პარამეტრების რეგულირება; პროგრამის გაშვება სასტარტო მენიუდან და პროგრამებს შორის გადართვა; სამუშო მაგიდის ფონის გამოცვლა; ეკრანის პარამეტრების შეცვლა; მიმდინარე თარიღისა და დროის დაყენება; თაგვისა და კლავიატურის პარამეტრების დარეგულირება; სწრაფი გაშვებს პანელისათვის გზამკვეთის დამატება;

 

 

 

თემა 3. Windows XP -ის ფაილებთან და ფოლდერებთან მუშაობის ხერხების ათვისება

ფოლდერისა და ფაილის შექმნა, სახელის შეცვალ, წაშლა, აღდგენა, კოპირება და გადატანა; ფოლდერისა და ფაილისათვის გზამკვეთის შექმნა; სასტარტო მენიუში ფაილის გზამკვეთის ჩამატება და წაშლა; ფაილის, ფოლდერის ან გზამკვეთის შესახებ თვისებების დათვალიერება; ფაილისა და ფოლდერის დამალვა და გამოჩენა; ფაილის და ფოლდრის ძებნა

 

თემა 4. Windows XP -ის სტანდარტულ პროგრამებთან მუშაობა და მონაცემთა არქივირება და მათი დაცვა

                პროგრამა  Calculator; პროგრამა Paint; პროგრამა  WordPad; პროგრამა  Notepad; მულტიმედიური პროგრამები; დისკის შემოწმება და ფორმატირება; ფაილტა არქივირებისა და გახსნის პროგრამა WinZip; ანტივირუსული პროგრამები;

 

თემა 5. ტექსტური რედაქტორი Microsoft Word XP -ის დოკუმენტის შექმნა და მისი მომზადება მუშაობისთვის

      ახალი დოკუმენტის შექმნა; გვერდის მინდვრის საზღვრების შეცვლა და ფურცლის ზომების დაყენება; დოკუმენტის სტილის არჩევა; შრიფტის შეცვლა. სიმბოლოების ზომის, მოხატულობისა და ფერის შეცვლა; აბზაცის გასწორება და სტრიქონსშორის ინტერვალის დაყენება; დოკუმენის წარმოდგენა ეკრანზე, მაშტაბი; დოკუმენტის შენახვა და გახსნა; დოკუმენტის პაროლით შენახვა;

 

 

თემა 6. Microsoft Word XP -ის დოკუმენტის ტექსტის რედაქტირების ხერხების ათვისება

      სასურველი სიმბოლოს ჩასმა დოკუმენში; დოკუმენტის ტექსტის ან ტექსტის ფრაგმენტის მონიშვნის ხერხები; მთლიანი ტექსტის ან ტექსტის ფრაგმენტის კოპირება, გადაადგილება და წაშლა; რედაქტირების შედეგების გაუქმება და აღდგენა; დოკუმენტში მოძებნა შეცვლა; ტექსტის გრამატიკული და ორთოგრაფიული შემოწმება; ტექსტში გადატანის ნიშნების დასმა; ავტოტექსტის ელემენტების გამოყენება; ფორმულების რედაქტირება; ასომთავრულის შექმნა და წაშლა; კომენტარის შექმნა და წაშლა; დოკუმენტის `წინასწარ ნახვა~ ამობეჭდვამდე; დოკუმენტის ამობეჭდვა;

 

თემა 7. Microsoft Word XP -ის დოკუმენტის ფორმატირების ხერხების ათვისება

      დოკუმენტის გვერდების გადანომრვა; დოკუმენტში აბზაცების მარკირება და დანომრვა; დოკუმენტში ტაბულაციის გაკეთება; დოკუმენტში აბზაცის დაფორმატება და ჩარჩოში ჩასმა; ტექსტის სვეტებად დაყოფა; დოკუმენტში სქოლიოს და კოლონტიტულის გაკეთება; 

 

თემა 8. Microsoft Word XP -ის დოკუმენტში ინფორმაციის ცხრილური წარმოდგენის ხერხების ათვისება

      ცხრილის შემნა; ცხრილში უჯრედების მონიშვნა, დამატება და წაშლა; ცხრილში უჯრედების გაერთიანება და დაყოფა; ცხრილში ინფორმაციის დახარისხება; ცხრილის უჯრედებში ტექსტის მიმართულების შეცვლა;

 

თემა 9. Microsoft Word XP -ის გრაფიკულ ობიექტებთან მუშაობა

დოკუმენტში ნახატის ჩასმა და წაშლა; ნახატის გადატანა და კოპირება; დოკუმენტში კადრების ჩასმა და წაშლა; დოკუმენტში ავტოფიგურების ჩასმა; დოკუმენტში მხატვრული ტესტის შექმნა და წაშლა;  

 

 

თემა 10. Microsoft Word XP -ის დოკუმენტის შექმნა, მონაცემთა რედაქტირება და ფორმატირება.

ცხრილური პროცესორი Excel -ის ფუნქციური შესაძლებლობები; Excel-თან მუშაობის დაწყება და დასრულება;  Excel -ის ძირითადი ცნებები; უჯრედთა მისამართები; მონაცემთა ტიპები ელექტრონული ცხრილის უჯრედებში; ცხრილური პროცესორის მუშაობის რეჟიმები; მონაცემთა შეტანა და რედაქტირება; გადატანის, კოპირების, შევსებისა და ჩასმის ოპერაციები; მონაცემთა ფორმატირება და ინფორმაციის დაცვა;

 

 

თემა 11. Microsoft Word XP -ის მონაცემთა ანალიზი და დამუშავება

ელექტრონულ ცხრილებთან მუშაობა როგორც მონაცემთა ბაზასთან; მონაცემტა დახარისხების ხერხები; მონაცემთა ფილტრაცია; საერთო და შუალედური შედეგების ავტომატური გამოთვლა; მონაცემთა კონსოლიდაცია; მონაცემტა ანალიზი და განზოგადოება დინამიური ცხრილების დახმარებით; დიაგრამები;

 

თემა 12. Microsoft Excel XP -ის ელექტრონულ ცხრილებთან და დიაგრამებთან მუშაობის ხერხების დაუფლება (პრაქტიკული სავარჯიშოები)

Excel-ის ეკრანის გაწყობა; ელექტრონულ ცხრილებთან მუშაობის ხერხების ათვისება; ცხრილის შექმნა და გამოთვლების ჩატარება; მონაცემების დახარისხება; მონაცემთა ფილტრაცია ავტოფილტრის გამოყენებით; მონაცემთა ფილტრაცია გაფართოებული ფილტრის გამოყენებით; დიაგრამების აგება;

 

 

თემა 13. Excel - ის ცხრილებში მონაცემების ანალიზი და განზოგადება (პრაქტიკული სავარჯიშოები)

პარამეტრების შერჩავა; ამონახსენის ძიებისა და სცენარების ზედაშენების გამოყენება; ჩანაცვლების ცხრილთა შექმნა; საერთო და შუალედური შედეგების ავტომატური გამოყვანა; ცხრილის სტრუქტურასთან მუშაობა; გამოთვლების ჩატარება და დიაგრამათა აგება საბოლოო მონაცემების საფუძველზე; მონაცემთა კონსოლიდაცია; პრაის-ფურცლის შექმნა და ფორმატირება; Eხცელ -ის მონაცემთა ბაზის საფუძველზე დინამიური ცხილის შექმნა;

 

თემა 14. Intenet

                ვებ გვერდებთან მუშაობა; ელექტრონული ფოსტა;

სამთვიანი სასწავლო კურსი

დაბეჭდვა

 სამთვიანი სასწავლო კურსი

სასწავლო კურსი გათვალისწინებულია უმაღლესი განათლების მქონე და საფინასო სფეროში მომუშავე პირთათვის.

 

შეისწავლება შემდეგი დისციპლინები:

1. ბიზნეს სამართალი – 10 სთ

2. საგადასახადო საქმე – 20 სთ

3. ბიზნეს სამართალი – 10 სთ

სწავლების ხანრგძლივობა: 3 თვე

სწავლების ფორმა: საღამოს დასწრებული

კურსის ღირებულება: ერთი თვე 250 ლარი

 

საბოლოო ტესტირების წარმატებით გავლის შემთხვევაში გაიცემა პროფესიული მომზადების სერთიფიკატი შესაბამისი სპეციალობის აღნიშვნით

განაცხადის ფორმა

შეავსეთ განაცხადის ფორმა და გადმოგვიგზავნეთ მისამართზე JLIB_HTML_CLOAKING

 

Copyright 2013 Created By Comp-Master.ge